დღეიდან ტაქსის მძღოლები ავტომობილის გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
დღეიდან ტაქსების რეფორმის ფარგლებში ვიზუალური სტანდარტიზების პროცესი დაიწყება. ტაქსის ის მძღოლები, რომლებსაც ავტომობილის ექსტერიერის გადაღებვის და მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ნებართვა აქვთ აღებული, ვაუჩერებს მიიღებენ.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ეს ვაუჩერები გადაეცემათ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება.
ტაქსების მფლობელები ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე თბილისის მერიის შესაბამისი შეტყობინების სისტემის მეშვეობით არიან ინფორმირებული. ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, რომელზეც ის მისამართებია მითითებული, სადაც მძღოლებს ვაუჩერების მიღება შეუძლიათ.
რა შეიცვალა და რის გაკეთებას აპირებს მერია სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.




