11 აპრილი 2017, 15:33
ირმა ებრალიძე
სავალუტო ფონდი 285-მილიონიან პროგრამას დაამტკიცებს
ეკონომიკა

გაზიარება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოსთვის ახალი პროგრამის დამტკიცებაზე ხვალ იმსჯელებს. სავალუტო ფონდის ბორდი ქვეყნისთვის 285-მილიონიან პროგრამას ამ კვირაში დაამტკიცებს.
საქართველოს ეკონომიკური რეფორმების, მათ შორის სტრუქტურული და ფისკალური, მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და ქვეყნის მთავრობამ მარტში შეათანხმეს.





