Imedi
ბუცხრიკიძე: ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით გადახდილ კომუნალურებზე საკომისიო არ გაიზრდება
ეკონომიკა

ვახტანგ ბუცხრიკიძე
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ინტერნეტ და მობაილბანკინგით კომუნალურ გადახდებზე საკომისიოს ტარიფი უცვლელი დარჩება.
"გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები შეეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებს... ჩვენ გადავხედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგად, პირველად ტარიფებს უცვლელად უცვლელად," - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "თიბისი ბანკი" 18 აპრილიდან ინტერნეტბანკით და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიო ტარიფს ზრდიდა და 0.5 ლარის ნაცვლად 1 ლარი იქნებოდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით კომუნალური გადახდები უფასო იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მომხმარებელი მათ ავტომატური გადახდების ფუნქციას მიაბამდა.





