10 აპრილი 2017, 18:26
საგადასახადო სამართალდარღვევის 757 ფაქტი გამოვლინდა
ეკონომიკა

გაზიარება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3-9 აპრილს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 757 ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, შემოწმდა 6,685 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 95 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 83 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 579 ფაქტი.





