ლევან ჩუგოშვილი
ჩინეთში ქართულ ვაზს გააშენებენ
ეკონომიკა

საქართველოში საქართველოში ჩინეთის ნინსიას პროვინციის დელეგაცია იმყოფება, რომელიც ქართული ვაზის ჯიშებითაა დაინტერესებული. ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების გაშენება იგეგმება. ეს საკითხი ნინსიას პროვინციის ღვინის მრეწველობის განვითარების ადმინისტრაციისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვდრაზე განიხილეს. ჩინური დელეგაციის წევრები ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით და ქვევრის ღვინის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ. მათ კახეთის რეგიონში ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.
ნინსიას პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.





