10 აპრილი 2017, 20:48
imedi
ნაფარეული–ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ეკონომიკა

გაზიარება
თელავის მუნიციპალიტეტში, ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის 6კმ-იან მონაკვეთსა და მონაკვეთზე არსებულ ორ ხიდს. სამინისტროს ცნობით, ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.





