ირმა ებრალიძე
6 მაისიდან „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათებით ვეღარ ისარგებლებთ
ეკონომიკა

6 მაისის შემდეგ „ბანკი რესპუბლიკის“ მომხმარებლები საკუთარი ბარათებით ვეღარ ისარგებლებენ. ამის მიზეზი „ბანკი რესპუბლიკისა“ და „თიბისი ბანკის“ გაერთიანებაა, რომელიც 6 მაისს დასრულდება. ახალი ბარათები უფასოდ დამზადდა და მათი გატანა მომხმარებლებს „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალებიდან შეეძლებათ, ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.
„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათები „თიბისი ბანკის“ იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ყოფილი ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად გადაინაცვლებს „თიბისი ბანკში“. მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ. ბარათების დიდი რაოდენობის გამო, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, „თიბისი ბანკი“ თხოვნით მიმართავს კლიენტებს, საკუთარი ბარათების ასაღებად დროულად მიმართონ ფილიალებს “, - ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.





