imedi
ქართული ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა
ეკონომიკა

"ბიზნესკონტრაქტის" ცნობით, ქართული ტრადიციული ნუგბარის, ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა. როგორც გამოცემას კომპანია Fruit Factory-ს ხელმძღვანელმა ტიმოთე გვაზავამ განუცხადა, გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს.
მისი თქმით, ერთი მხრივ, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება, მეორეს მხრივ კი, ტყლაპს სეზონურობა ახასიათებს.
"ფაქტობრივად, შემოდგომის ბოლოდან, მარტამდე არის მუშაობის სეზონი, ხილი როგორც კი ჩნდება ბაზარზე, მაშინვე მცირდება მოთხოვნა", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე გასული წლის დასაწყისში გამოჩნდა. კომპანია 4 სახეობის ტყლაპს აწარმოებდა: ტყემლის, ვაშლის, ფეიხოს და ტყემალი-ვაშლის ტყლაპს.





