ირმა ებრალიძე
გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს 638 მილიონს ედავებოდნენ
ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში კომპანიებისა და მეწარმეების მხრიდან 2016 წლის განმავლობაში 1755 საჩივარი შევიდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით: დავების განხილვის საბჭოს 51 სხდომა ჩატარდა, განიხილეს 1615 საჩივარი.
გადაწყვეტილება მიიღეს 1389 საქმეზე. სადავო თანხა კი 638 მილიონი ლარი იყო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 433 საჩივარი. 640 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 316 საჩივარი განუხილველად დარჩა. 1615 საჩივრიდან უმეტესი ნაწილი წარმოდგენილი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და ფიზიკური პირების მიერ.
განხილულ საჩივრებში ჭარბობდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება, ასევე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები.





