imedi
GWP-მ თბილისის სკოლებში GWPოლიმპიადა დაიწყო
ეკონომიკა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ დაწყებული კამპანიის - #დაზოგეწყალი - ფარგლებში, ეროვნული საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პროექტში მონაწილე 16 სკოლაში GWP, არასამთავრებო ორგანიზაცია "ეკოხედვის" წარმომადგენლებთან ერთად, შემეცნებით ტრენინგებს და ეკოვიქტორინებს ატარებს. ინფორმაციას GWP ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, #GWPოლიმპიადის მონაწილე ბავშვები წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას ეცნობიან. მიღებული ცოდნის შესაფასებლად ეკოვიქტორინები ტარდება და თითოეული სკოლიდან ოლიმპიადაში მონაწილე გუნდი ჩამოყალიბდება.
საგანმანათლებლო ტრენინგების შემდეგ, GWPოლიმპიადის ფარგლებში გუნდები წყლის დაზოგვის თემაზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი კი "ეკობანაკის" საგზურით დაჯილდოვდება.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის ყველა რაიონში განახორციელებს.





