07 აპრილი 2017, 15:56
ირმა ებრალიძე
ავიაკომპანია Georgian Airways-ი სააღდგომო ფასდაკლებას აცხადებს
ეკონომიკა

გაზიარება
ავიაკომპანია Georgian Airways-ი სააღდგომოდ ამსტერდამისა და ვენის მიმართულებებზე ფასდაკლებას აცხადებს.
თბილისი - ამსტერდამი - თბილისის, ამსტერდამი - თბილისი - ამსტერდამის, თბილისი - ვენა - თბილისის და ვენა - თბილისი - ვენის ორმხრივი ბილეთების შეძენა, მოსაკრებლების ჩათვლით, მხოლოდ 319 ევრო ღირს.
ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია 6 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით.





