06 აპრილი 2017, 20:54
imedi
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეკონომიკა

გაზიარება
დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 1 აშშ დოლარი 2.4270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4276 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0006 ლარი შეადგინა.
1 ევრო 2.5884 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.5900 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.





