ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აპრილიდან დაიწყება
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
ლიეტუვის პრემიერმინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება.
რეისები აპრილიდან დაიწყება. როგორც სკვერნელისმა განაცხადა, ავიარეისები ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირებისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ვილნიუსში მაღალი დონის შეხვედრებზე ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ.
საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია შედიან.





