17 იანვარი 2019, 16:30
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მარტიდან კომერციულ ფრენები აღარ შესრულდება
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
სახელმწიფო აეროპორტების მმართველი კომპანია (DHMI) ადასტურებს, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა კომერციული რეისის აეროპორტ „სტამბოლში“ გადატანა 3 მარტისათვის დასრულდება.
DHMI-ში განმარტავენ, რომ 2019 წლის 3 მარტისათვის ათათურქიდან ყველა კომერციული რეისი უკვე „სტამბოლში“ იქნება გადატანილი.
გადამისამართება არ შეეხება სატვირთო რეისებს. ხოლო ათათუქრის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად 2022 წელს შეწყვეტს ფუნქციონირებას.
ათათუქრის აეროპორტის დახურვა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, შემდეგ ვადამ 2019 წლის მარტისთვის გადაიწია.





