DW: გერმანიაში აშშ-ის ელჩმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მონაწილე კომპანიები სანქციებით შეაშინა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა გაზსადენის პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ში მონაწილე გერმანულ კომპანიებზე ზეწოლა გააძლიერა. მან ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, ეს კომპანიები სანქციებით დააშინა, ახლა კი მათ მუქარისშემცველი ელექტრონული წერილები გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფირმებს, რუსეთთან ერთად ენერგიის ექსპორტის გამო, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ. საბოლოო ჯამში, კომპანიები, რომლებიც „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-სა და "თურქულ ნაკადს" მხარს უჭერენ, აქტიურად აყენებენ საფრთხის ქვეშ ევროპასა და უკრაინას", - ციტირებს გამოცემა BamS-ზე დაყრდნობით რიჩარდ გრენელის სიტყვებს.
გერმანიაში აშშ-ს ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ამ პროექტების განხორციელების შემთხვევაში ევროპა რუსეთზე დამოკიდებული გახდება.
ევროპარლამენტმა გაზსადენის პროექტის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის შეწყვეტის მოწოდებით რეზოლუცია 12 დეკემბერს მიიღო. რეზოლუციის თანახმად, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, რომელიც უკრაინის შემოვლით მიდის, „პოლიტიკური პროექტია, რომელიც ევროპას ენერგეტიკულ საფრთხეს უქმნის“.
გასული წლის 12 დეკემებრს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- თან დაკავშირებით სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
ამჟამად, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა საერთაშორისო კონსორციუმის ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს, რომელშიც 50 პროცენტი ბუნებრივი აირის მწარმოებელ რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის.





