ნუცა ტრაპაიძე
2017 წლის მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 511,045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ეკონომიკა

გიორგი ჩოგოვაძე
ფოტო: ნუცა ტრაპაიძე
2017 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 511,045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 59,308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.1%)-ია.
მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 219,642 შეადგინა, რაც 48,807-ით მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.6%).
2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +39%, საფრანგეთი +38, გერმანია +19%, საბერძნეთი +18% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +195%, ინდოეთი +182%, ეგვიპტე +119%, უზბეკეთი +97% და ისრაელი +93%.
2017 წლის იანვარი - მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,266,125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,419-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.4%)-ია.
იანვარი - მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 513,643 შეადგინა, რაც 105,121-ით მეტია 2016 წლის იანვარი - მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +25.7%).
საერთაშორისო შემოსვლები ტიპების მიხედვით (2017 წლის იანვარი - მარტი)
2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.




