26 დეკემბერი 2018, 20:10
საწვავი საშუალოდ 10 თეთრით გაიაფდა
ეკონომიკა
გაზიარება
საწვავზე ფასები შემცირდა. საქართველოში ბენზინიცა და დიზელიც, საშუალოდ, 10 თეთრით გაიაფდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საწვავზე ფასის კლების ტენდენცია ახალ წლამდე გაგრძელდება. მიზეზი - მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაა.
ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის გაიაფება შესაძლოა სხვა ფაქტორებსაც უკავშირდებოდეს, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება, ქართულ ბაზარზეც აისახა.





