imedi
იაპონიაში ბიტკოინი სრულფასოვან ვალუტად აღიარეს
ეკონომიკა

1 აპრილიდან, იაპონიაში, ძალაში შედის კანონი, რომელიც ბიტკოინებს და სხვა კრიპტოვულუტას გადახდის საშუალების სტატუსს ანიჭებს. თუმცა, ვირტუალური ვალუტის აღიარება გარკვეულ პრობლემაბთანაც არის დაკავშირებული, რადგან მისი გამოყენება არანაირი წესებით არ რეგულირდება, ხოლო კურსს მკვეთრი რყევები ახასიათებს.
სპეციალისტების აზრით, არსებობს რისკი იმისა, რომ კრიპტოვალუტის მფლობელმა კომპანიებმა შეიძლება მას არასწორი ფასი დაადონ, რის გამოც მოულოდნელად მნიშვნელოვნად დაზარლდნენ.
შესაბამისად, იპონიის აუდიტორული სტანდარტების საბჭო კრიპტოვალუტის ბრუნვასთან დაკავშირებული წესების კრებულს მოამზადებს, რასაც სავარაუდოდ ექვსი თვე დასჭირდება.
2015 წელს, იაპონიაში, ბიტკოინების, ასევე Ripple-ის, Litcoin-ის და სხვა ვალუტების შიდა ბრუნვამ 185 მილიარდ იენს (1,67 მილიარდი დოლარი) მიაღწია. არსებული პროგნოზით, 2020 წლისთვის ბრუნვა ტრილიონ იენამდე გაიზრდება.
ბიტნოინი კრიპტოვალუტაა, რომელიც შექმნილია blockchain-ის ტექნოლოგიის საფუძველზე. 2 მარტს, ბიტკოინის სავაჭრო ფასმა 1238 დოლარს, ისტორიულად მაქსიმალურ ფასს მიაღწია.





