imedi
Toyota Motors-მა 2,5 მილიონი ავტომობილი გაყიდვიდან ამოიღო
ეკონომიკა

იაპონურმა საავტომობილო კომპანია Toyota Motors-მა 2,5 მილიონი ავტომობილი მთელი მსოფლიოდან გაყიდვიდან ამოიღო. მიზეზი კომპანია Takata-ს მიერ გამოშვებული უსაფრთხოების ბალიშებია, იუწყება Reuters-ი.
საუბარია სედანის Toyota Corolla E120, E130, E140 და E150, და ასევე Toyota RAV4-ზე. მწარმოებელი ეჭვობს, რომ ამ ავტომობილების უსაფრთხოების ბალიშები შესაძლოა გაუმართვი იყოს. თითქმის 740 ათას მანქანას ამოიღებენ იაპონიიდან, 650 ათასს - ჩინეთიდან, 1,16 მილიონს მთელი ახლო აღმოსავლეთიდან.
უსაფრთხოების ბალიშების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Takata-ს საქმიანობით ჯერ კიდევ 2014 წელს აშშ-ის საგზაო მოძრაობის ეროვნული ადმინისტრაცია, შემდეგ კი აშშ-ის პროკურატურაც დაინტერესდა. ავარიების შემთხვევების გამოძიებისას გაირკვა, რომ, სულ მცირე, 16 შემთხევაში მძღოლების დაღუპვის მიზეზი Takata-ს გამოშვებული უსაფრთხოების ბალიშები იყო. ბალიშების ამოქმედებისას გარშემო იყრება პლასტიკატისა და მეტალის ნაწილები, რაც შეიძლება ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.





