ანდრეი ჯუფალაკიანი
საქართველოში 50-კილომეტრიანი გზის აღდგენას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
ეკონომიკა

საქართველოში 50-კილომეტრიანი გზის აღდგენას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ორგანიზაცია საქართველოს 80 მილიონ დოლარს გამოუყოფს. საუბარია ხარაგაულის გავლით ძირულადან ჩუმათელეთისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე.
აზიის განვითარების ბანკში ამბობენ, რომ პროექტი გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ტურისტების თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას და სტიმულს მისცემს ეკონომიკურ აქტივობას რეგიონში.
დაიგება გზის ახალი საფარი და მოხდება ხიდების რეაბილიტაცია. ასევე გაუმჯობესდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს მდებარე და რკინიგზის სადგურებთან მისასვლელი გზები.
2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკმა 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოში პროექტების დასაფინანსებლად.





