18 დეკემბერი 2016, 17:37
ფოთის პორტი პარალიზებულია
ეკონომიკა

ფოთის პორტი
გაზიარება
2 კვირაზე მეტია, ფოთის პორტი პარალიზებულია - ვერ ხერხდება სატვირთო გემების მიღება-გაშვება.
არხის დაღრმავების პროცესში ჩართულია ნავსადგურის კუთვნილი გემი. რეიდზე დგას გემი, რომელიც პორტმა უცხოური კომპანიისგან იქირავა.
შესაბამისი ტექნიკის არქონის გარდა, სამუშაოების დაწყებას ხელს უამინდობაც უშლიდა.
საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სერიოზული ზარალი მიადგათ. ისინი ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
პორტის პარალიზება ძლიერმა შტორმმა გამოიწვია - ნავმისადგომთან მისასვლელი არხი ქვიშამ და ქვაღორღმა ჩაკეტა.




