გადასახადის გადამხდელებს სერვისცენტრის ავტომობილები 34 ადგილზე მოემსახურება
ეკონომიკა

ფოტო: შემოსავლების სამსახური
3-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი, RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს 34 ადგილზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
RS CAR-ი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
RS CAR-ის განთავსების მისამართები და დროები შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე.





