imedi
მოგების, ქონების და მიწის გადასახადების ვადები დასახელდა
ეკონომიკა

საქართველოს საწარმოები და არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1 აპრილამდე.
საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს.
მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა.
ქონების გადასახადის დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შედის გასული საგადასახადო წლის მიხედვით, დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.





