სოფიკო ბერიძე
ფონდ „ქართუში“ საბანკო დავალიანების განულებაზე პირველი განმარტება გაკეთდა
ეკონომიკა

ფოტო: არქივი
შავ სიაში მყოფ მოქალაქეების დავალიანების განულებისთვის ფონდ „ქართუში“ მიმდინარე წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე დარეზერვებულია. ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს.
"ფონდი აქტიურად ეთანამშრომლება საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეებისათვის ფინანსური დავალიანების განულების ინიციატივის განხორციელებაში. „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივისათვის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი", - აღნიშნა ჩხეტიანმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.





