27 მარტი 2017, 21:22
მაგდა სარსევანიძე
ფრანგული კომპანიები ქართულ ბაზარზე ინვესტირებით დაინტერესდნენ
ეკონომიკა

შეხვედრა ფრანგ ბიზნესმენებთან
ფოტო: მაგდა სარსევანიძე
გაზიარება
საპარტნიორო ფონდი ფრანგულ კომპანიებს შეხვდა. საფრანგეთის 34 კომპანია, რომელიც "მედეფ ინტერნეიშენალის" წევრები არიან, საავიაციო, სარკინიგზო, სამშენებლო, ენერგეტიკულ და სხვა ბიზნესსექტორში საქმიანობენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ფრანგულმა კომპანიებმა საქართველოში ინვესტირების ინტერესი და სურვილი გამოითქვეს.
ბიზნესკონფედერაცია "MEDEF international" 1989 წელს დაარსდა და 750 000 კერძო კომპანიას აერთიანებს.





