ანდრეი ჯუფალაკიანი
კახა კალაძე ყაზტრანსგაზის ხელმძღვანელებს შეხვდა
ეკონომიკა

ფოტო სანდრო ჯუფალაკიანის
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” ხელმძღვანელებს და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრეს, რომელიც ბუნებრივი აირის გაზრდილ გადასახადს უკავშირდება. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, რაიმე დარღვევა არ ფიქსირდება, თუმცა ყველა აბონენტს საშუალება აქვს მიმართოს კომპანიას და საკითხს შეისწავლიან.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის გაზის მოხმარება 46 მილიონი კუბური მეტრით გაიზარდა. შეხვედრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი გაზიფიცირების სამუშაო და დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებული ტემპერატურაა.
აღინიშნა ისიც, რომ მილებში ჰაერის შერევა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ეს აფეთქებას გამოიწვევს.





