Starbucks-ი საქართველოში შემოდის
ეკონომიკა

მსოფლიოში ყავახანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი ბრენდი Starbucks-ი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში შემოდის.
კომპანიის მიერ თბილისით დაინტერესებას თბილისის არქიტექტურის სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიასთან უკვე შეთანხმებულია. მათი განცხადებით, Starbucks-ს ქარხნის აშენება კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან არსებულ ტერიტორიაზე აქვს გადაწყვეტილი.
არქიტექტურის სამსახურის თქმით, საპროექტო ღონისძიებები უკვე დაწყებულია და მშენებლობის ნებართვაც მალე გაიცემა.
არსებული ინფორმაციით, Starbucks-ის პირველი ყავახანა თავისუფლების მოედანზე, მეტროსთან მდებარე ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე მშენებარე "გალერეა თბილისში" გაიხსნება. შეგანხსენებთ, რომ თავად "გალერეა თბილისის" გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.




