23 მარტი 2017, 20:28
კახაბერ კუპატაძე
USAID-ი პანკისში გრანტების პროგრამას იწყებს
ეკონომიკა

ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
USAID-ი პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს. საინფორმაციო შეხვედრა დუისის კულტურის ცენტრში გაიმართა. USAID-ის მისიის დირექტორი ადგილობრივებს პროექტის მნიშვნელობაზე და მასში ჩართვის აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეები ესტუმრნენ სხვა პროექტებში მონაწილე ოჯახებს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ბიზნესი.
პროექტის განორციელების შედეგად შეიქმნება 200 სამუშაო ადგილი და გაიზრდება 2 000 შინამეურნეობის შემოსავალი.





