კანადაში კანაფის გაყიდვებიდან შესულმა თანხამ 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა
ეკონომიკა

ფოტო: facebook
კანადაში მარიხუანის ლეგალიზაციის პირველივე დღეს გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კანაფის ყიდვა ქვეყანაში უკვე შეიძლება რამდენიმე მაღაზიაში და ასევე ონლაინ-მაღაზიაში.
როგორც კანადური მედია წერს, კანადაში კანაფის გაყიდვებიდან შესულმა თანხამ 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარიხუანას გაყიდვებიდან შესული თანხის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კანადის ხუთმა პროვინციამ წარადგინა. დანარჩენ 8 რეგიონის მონაცემები უცნობია.
17 ოქტომბერს, კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც კანაფის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა. კანონის თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე და თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.





