გიორგი ქობულია კანაფის წარმოებაზე: ეს ერთ-ერთი საექსპორტო ნიშა არის ჩვენთვის
ეკონომიკა

გიორგი ქობულია
ფოტო: Facebook
კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების იდეას გადაცემაში „პირისპირ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაც შეეხო. მისი აზრით, ეს იდეა საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად გაჩნდა ფარმაცევტული სექტორისთვის, რათა ქვეყანამ შესაბამისი ინვესტორები მოიზიდოს.
„რადგან ეს არის მზარდი ბაზარი მსოფლიოში, ამ ექსპორტის ბაზარში ჩვენმა ფარმაცევტულმა სექტორმა მონაწილეობა უნდა მიიღოს. კეთდებოდა პროგნოზები, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. შეიძლება მოჰყვეს დიდი შემოსავლები რაღაც პერიოდში, შეიძლება იყოს - მცირე... მაგრამ მცირეც რომ იყოს, ეს ერთ-ერთი საექსპორტო ნიშა არის ჩვენთვის. ეს წამლის წარმოების სექტორია და არაფერი არ აქვს საერთო მარიხუანით თრობასთან“, - აცხადებს ქობულია.





