21 მარტი 2017, 22:25
imedi
ლარი საგრძნობლად გამყარდა
ეკონომიკა

გაზიარება
დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსით 1 დოლარი 2.4491 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0,0325 ლარი შეადგინა.
ევროს ახალი კურსი 2.6453 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6704 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0251 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალ 22 მარტს შევა ძალაში.





