საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 2.7 % ით გაიზარდა
ეკონომიკა

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის, საქართველოს ეკონომიკის მოცულობამ, მიმდინარე ფასებში 33.922 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 6.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
თუმცა ამასთან, მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2.7%-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4%-ით.
მშპ 1 სულ მოსახლეზე 2016 წელს 9 117,7 ლარი ($3 852,5) იყო.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17.1 %) და ვაჭრობა (16.3 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.1%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (9.1%), მშენებლობა (8.3%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6.6%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8%).
ბოლო ერთ წელიწადში, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები - 9.9%; საფინანსო საქმიანობა - 9.3%; მშენებლობა - 8.1%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 7.6%; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 6.7%; დამამუშავებელი მრეწველობა - 4.8%.





