მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული ავიარეისი დასახელდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
რეისი სეული-ჩეჟუ (სამხრეთ კორეის ქალაქი) ყველაზე გადატვირთულ ავიარეისად დასახელდა. რეიტინგის სათავეში ეს რეისი საავიაციო ონლაინსერვისმა Routes-მა დაასახელა.
2017 წელს ამ რეისით 13 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან ჩეჟუს მიმართულებით ყოველდღიურად 180 რეისი სრულდება. წინა წლებთან შედარებით მარშუტზე მგზავრების რაოდენობა თითქმის 10%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზეა რეისი მელბურნი-სიდნეი. ამ რეისით 2017 წელს 10 მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა. მესამე ადგილზე საპორო (იაპონიაში სიდიდით მეხუთე ქალაქი)- ტოკიო. ამ რეისით წინა წელს 8,7 მილიონმა ადამიანმა იფრინა.
მსოფლიოს ყველაზე გადატვირთულ რეისებს შორის მხოლოდ 18-ია საერთაშორისო.




