საქართველოში ვიზიტორების დიდი წილი თბილისზე მოდის
ეკონომიკა

გასულ წელს ქვეყნის შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი წილი, 24%, თბილისზე მოდიოდა. მას მოსდევს 20%-ით იმერეთი და 10% - აჭარა. სტატისტიკას "ბიზნესკონტრაქტი" საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიზიტების საერთო რაოდენობის 7,7% კახეთში, ხოლო 7,5% სამეგრელო ზემო-სვანეთში განხორციელდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და რაჭა-ლეჩხუმშია.
რაც შეეხება კმაყოფილების დონეს, ვიზიტორების უმრავლესობა (51%) ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 29,5% ძალიან კმაყოფილი, ხოლო 15,8% - არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო. გამოკითხული ვიზიტორების 2,5% ამბობს რომ ვიზიტით უკმაყოფილოა.
ვიზიტების მიზანს, უმეტესად, მეგობრის და ნათესავის მონახულება წარმოადგენს (52%), ვიზიტორების 9%-სთვის კი გართობა და რეკრეაცია, 11%-სთვის მკურნალობა, ხოლო 12%-სთვის შოპინგი.
საშუალო ხარჯი ვიზიტზე 125 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი წილი კვებასა და ტრანსპორტზე მოდის.





