15 მარტი 2017, 22:08
imedi
აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროზე მოდის
ეკონომიკა

გაზიარება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტონომიურ რესპუბლიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროზე მოდის.
ოფიციალური სტატიტიკით, გასულ წელს სულ 427.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 301.7 მილიონი აშშ დოლარი უცხოური, 126.2 მილიონი კი, ადგილობრივი კომპანიების მიერ დაბანდდა.
ინვესტიციებში ენერგეტიკა 45.5%-ით ლიდერობს, ტურიზმზე 31.6% მოდის, მშენებლობის სფეროზე - 20.8%, ხოლო სხვა დარგებზე - 2,1%.
2016 წელს აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 17%-ით გაიზარდა.





