15 მარტი 2017, 19:13
BusinessContract
YGL-ის წევრად საქართველოდან ნინო ზამბახიძე შეარჩიეს
ეკონომიკა

ნინო ზამბახიძე
გაზიარება
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერების (Young Global Leader) 54 % ქალია და მათი უმრავლესობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან არის.
საქართველოდან ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარე ნინო ზამბახიძე შეარჩიეს. ის 5 წლის განმავლობაში YGL-ის წევრი იქნება.
YGL-ის 900-ზე მეტი წევრი მსოფლიოს უმძიმეს პრობლემებზე და გამოწვევებზე მუშაობს, რისთვისაც ყოველ წელს 200-მდე ახალგაზრდასაც ირჩევენ.
YGL-ის წევრები და კურსდამთავრებულები არიან მთავრობების წევრები, ნობელის და ოსკარის ლაურეატები, გაერო-ს კეთილი ნების ელჩები.





