imedi
საქართველოში მენეჯმენტის ახალი კომპანია შემოვიდა
ეკონომიკა

საქართველოში მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია Ginza Project-ი შემოვიდა. ცნობილია, რომ მან უკვე აიღო ორი ე.წ. ბუტიკური ტიპის სასტუმრო მმართველობაში, რომელთაგან ერთი რამდენიმე კვირაში, ხოლო მეორე - 2018 წლის დასაწყისში გაიხსნება.
Ginza Project-ი კრწანისში საცხოვრებელი სახლის კომპლექსის GERGETI RISE RESIDENCES-ის მმართველიც იქნება. ამ პროექტს კომპანია CRADLE OF DEVELOPMENT LTD-ი ახორციელებს. მისი მმართველი პარტნიორის, ნიკა წიკლაურის განცხადებით, კომპანიის სურვილი იყო, შექმნილიყო განსაკუთრებული პროექტი.
მისი თქმით, პროექტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას გულისხმობს. ის 5 საცხოვრებელ სართულს და 20 ბინას მოიცავს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი ლარია და მისი დარულება 2018 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.





