15 მარტი 2017, 17:13
Imedi
წილკანში მარცვლეული კულტურების ლაბორატორია გაიხსნა
ეკონომიკა

გაზიარება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წილკანში ლაბორატორია გახსნა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში მარცვლეული კულტურების თესლის ხარისხი განისაზღვრება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, ახორციელებს პროექტს "მარცვლეული კულტურების თესლის სერთიფიცირება", რომლის ფარგლებშიც, ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოა, რაც ფერმერებს გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალით და მაღალხარისხიანი მოსავლით უზრუნველყოფს.





