imedi
საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი აზერბაიჯანია
ეკონომიკა

ბაქო აზერბაიჯანი
2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, - წერს სააგენტო "ბიზნესკონტრაქტი" საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველოს მსხვილი ინვესტორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება.
აზერბაიჯანი - 578 მილიონი დოლარი
თურქეთი - 272 მილიონი დოლარი
გაერთიანებული სამეფო - 121 მილიონი დოლარი
ნიდერლანდები - 95 მილიონი დოლარი
ჩეხეთი 93 მილიონი დოლარი
ლუქსემბურგი -79 მილიონი დოლარი
პანამა - 78 მილიონი დოლარი
აშშ- 45 მილიონი დოლარი
კვიპროსი - 38 მილიონი დოლარი
დანარჩენი ქვეყნები - 246 მილიონი დოლარი
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 59 % შეადგინა.





