11 მარტი 2017, 21:16
პაატა კუპატაძე
Nike ჰიჯაბებს შეკერავს
ეკონომიკა

გაზიარება
New York Times-ის ცნობით, Nike მუსლიმი ქალებისთვის სპორტულ ჰიჯაბებს შეკერავს. კომპანია მსუბუქ ქსოვილებს გამოიყენებს.
იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაბმა სპორტსმენმა ამნა ალ ჰადადმა განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ჰიჯაბს ყოველდღე რეცხავდა.
სარეკლამო კამპანიის სახე არაბი სპორტსმენი ზაჰრა ლარია. Nike-ს ჰიჯაბი 2018 წლიდან გაიყიდება და 35 დოლარი ეღირება.





