imedi
საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორების ათეული დასახელდა
ეკონომიკა

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიების სიაში არიან "აიდიეს ბორჯომი საქართველო“, "მაგთიკომი“, "ენერგო პროჯორჯია“, „ტავჯორჯია“ და "მეტრო ავრასია ჯორჯია" შედის, რომელიც იგივეა რაც კომპანია "მეტრო", რომლის საქმიანობის სფეროს კომერციული ფართის იჯარით გაცემა, სამშენებლო კომპანიები და ავტოსადგურები წარმოადგენენ, - წერს "ბიზნესკონტრაქტი".
სააგენტოს ცნობით, ტოპ-ინვესტორი კომპანიების ათეულში ასევე შედის: კომპანია "ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში", რომელიც ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობით და სარემონტო სამუშაოებით არის დაკავებული. სიაშია "ბიჯეო ჯგუფი“, შპს "რუსთავის აზოტი“, "ბიპი ჯგუფი" და კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტი", რომელსაც ეკუთვნის “პანორამა თბილისის” პროექტი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ტოპ-ინვესტორი კომპანიების ათეულიდან, მხოლოდ ორი არის რეალურად "ოცნების“ მთავრობის პერიოდში შემოსული. ესენია თურქული „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში" და "პანორამა თბილისის" განმახორციელებლი კომპანია "ოლდ სითი დიველოპმენტი" - ორივე 2014 წელსაა რეგისტრირებული.
საქსტატის მიერ მოწოდებულ ცხრილში საწარმოები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში მილიარდ 645 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა განხორციელდა.





