09 მარტი 2017, 19:48
imedi
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალი საბილეთო სისტემა ამოქმედდება
ეკონომიკა

ბათუმი
გაზიარება
მაისიდან ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს, "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათების ნაცვლად, სპეციალური სატრანსპორტო და "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათებით გადაიხდიან. "საქართველოს ბანკის" ექსპრესბარათის მფლობელს ახალი ბარათის აღება არ დასჭირდება.
"რაც შეეხება შეღავათიან ბარათებს, მფლობელთა 30 % ახალ ბარათებზე უკვე გადასულია", - ამბობს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორი პაატა დუმბაძე.





