ირმა ებრალიძე
ქართული კომპანიები ტოკიოს გამოფენაში მონაწილეობენ
ეკონომიკა

ტოკიო
იაპონიაში, ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენაში FOODEX JAPAN 2017 ქართული კომპანიები მონაწილეობენ, სადაც ნაციონალური საკვები და სასმელი პროდუქტები წარადგინეს.
გამოფენის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებს 11 ქართული კომპანია, კერძოდ: შპს „არომაპროდუქტი“, შპს „კულა“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“, შპს „აერ კომპანი“, “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კომპანი“ და „შუხმანის ღვინოები“.
FOODEX JAPAN 2017 ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი გამოფენაა, რომელსაც, 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 77,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო გამოფენაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა აღემატებოდა 3,250-ს.
„FOODEX JAPAN 2017”-ში ქართული პროდუქციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო წარადგენს. გამოფენა ხვალ დაიხურება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ კომპანიები
ახალ სავაჭრო პარტნიორებთან კონტაქტებს დაამყარებენ.





