ირმა ებრალიძე
ჩინელები საქართველოში გოლფის მოედანს ააშენებენ
ეკონომიკა

საპარტნიორო ფონდი, შეხვედრა
ჩინელი ინვესტორები ამჯერად ტურიზმით ინტერესდებიან. საპარტნიორო ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Beijing Xin Changcheng International Travel Agency Limited company-ის ხელმძღვანელობამ საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობის სურვილი გამოთქვა.
ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედარზე ასევე, ჩინეთ-საქართველო-ევროპას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხზეც ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის საქმიანობა, მანდატი, პრიორიტეტები, ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები და ასევე, წყალტუბოსა და რაჭის განვითარების კონცეფცია გააცნო. ჩინური მხარე სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურორტების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.
2016 წლის მონაცემებით, ჩინელი ტურისტების რაოდენობამ მსოფლიოში 122 მილიონს გადააჭარბა, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლო 10 % შეადგენს. ჩინური ტურისტული კომპანია საწყის ეტაპზე საქართველოში მაღალი დონის ტურების ორგანიზებას გეგმავს, რომელიც ქართულ კულტურას, ღვინოსა და ისტორიულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას





