imedi
Starbucks-ის ყავას ვისკის არომატი დაემატა
ეკონომიკა

კომპანია Starbucks-მა ყავის ასორტიმენტს ვისკის არომატი დაუმატა. ვისკის მუხის კასრებში შენახული მარცვლებისგან მოდუღებული ყავა პირველ ეტაპზე მხოლოდ ამერიკულ ქალაქ სიეტლში გაიყიდება, - იუწყება CNN-ი.
ყავა კომპანია Woodinville Whiskey-ის კასრებში ინახება იმისთვის, რომ მარცვლები კარგად გაიჟღინთოს ალკოჰოლის არომატით. მოხალვის დროს მარცვლებში სპირტი ორთქლდება, ამიტომ მისგან მომზადებული ყავა არ ათრობს.
Starbucks-ი არ არის პირველი კომპანია, რომელიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებს. კოლორადოში არის კომპანია Whiskey Barrel Coffee, რომელიც ასევე აწარმოებს ვისკის კასრებში შენახულ ყავას.
Starbucks-ი - უმსხვილესი ქსელია მსოფლიოში. ის 1971 წელს აშშ-ში შეიქმნა. 2017 წლისთვის 25 ათასზე მეტ დაწესებულებას აერთიანებდა. 2016-2017 წლის ფინანსური წლის პირველ კვარტალში, რომელიც 27 დეკემბერს დასრულდა, კომპანიის სუფთა მოგებამ 752 მილიონი დოლარი შეადგინა.





