imedi
ბრიტანელი ერთ ქილა შვეიცარიულ ჰაერს 167 დოლარად ყიდის
ეკონომიკა

ბრიტანელმა ჯონ გრინმა, რომელიც ბაზელში ცხოვრობს, ახალი ბიზნესი წამოიწყო, - წერს გამოცემა Local-ი.
გრინი შვეიცარიული ალპების "უსუფთავეს ჰაერს" შუშის ქილებით ყიდის. ქილა შეიძლება ნახევარლიტრიანი, ლიტრიანი ან სამლიტრიანი იყოს. ფასები ქილის მოცულობის შესაბამისია - 97, 167 და 247 დოლარი.
მეწარმე საკუთარ ვებგვერდზე ამტკიცებს, რომ ჰაერს ის მთებში, საიდუმლო ადგილებში აგროვებს. ის აღნიშნავს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჰაერის გაყიდვიდან მიღებული მოგების 25%-ს ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision-ში რიცხავს. საქონლის მაღალ ფასს იმით ხნის, რომ "ჰაერი შვეიცარიულია! შვეიცარიაში კი ყველაფერი ძვირია".
ჰაერის ყიდვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტით შეიძლება. თითოეულ ქილაზე მითითებულია ადგილის GPS-კოორდინატი, სადაც ჰაერი მოგროვდა და თან ახლავს ნამდვილობის სერთიფიკატი.





