კანადის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სატარიფო გეგმა დღეს ამოქმედდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
სავაჭრო ტარიფების გამო კანადის მიერ შეერთებული შტატებისთვის დაწესებული საპასუხო ზომები დღეს ამოქმედდა. ამის შესახებ BBC წერს.
საუბარია $12.6 მილიარდის ღირებულების ამერიკული პროდუქციის იმპორტზე და მასზე დაწესებულ გადასახადზე. ჩამონათვალში ისეთი პროდუქცია მოხვდა, როგორიც ყავა, წვენები, იოგურტი, კეტჩუპი და ტუალეტის ქაღალდია.
როგორც კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განმარტა, ვაშინგტონმა ოტავას სხვა არჩევანი არ დაუტოვა.
სატარიფო გეგმის ამოქმედებიდან მალევე დონალდ ტრამპსა და ჯასტინ ტრიუდოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ეკონომიკური საკითხები განიხილეს. უცნობია კონკრეტულად რაზე ისაუბრა 2 ქვეყნის ლიდერმა.
დონალდ ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახდი დაწესდა.
31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა.




