07 მარტი 2017, 17:17
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
ეკონომიკა

გაზიარება
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.75%-ზე დატოვა. გადაწყვეტილება დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 21201 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რადგან ეროვნულმა ბანკმა არ შეცვალა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ის 6.75%-ზე დატოვა, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არსებულ ნიშნულზე შეუნარჩუნდებათ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 2 მაისს გაიმართება.





