ევროკავშირის მიერ აშშ-თვის დაწესებული საბაჟო გადასახადი ძალაში შევიდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
დღეიდან ევროკავშირის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საპასუხოდ დაწესებული საბაჟო გადასახადი ძალაში შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.
ოფიციალური ბრიუსელის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებაა. შესაბამისად, დღეიდან ევროკომისიის დადგენილებით, 2.8 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელს 25% საბაჟო გადასახადი დაუწესდება.
ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ის პროდუქციაზე გადასახადების დაწესებას მხარი 14 ივნისს დაუჭირეს.
აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს ჩინეთმა და რუსეთმაც უპასუხა.
დონალდ ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახდი დაწესდა, რომელიც 31 მაისს ამოქმედდა.




