3 თვეში ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა 238,9 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა 238 919 292 ლარია, რაც 13,6 მლნ ლარით მეტია 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებთან შედარებით.
დასაკუთრებული ქონების მოცულობის 93% კომერციულ ბანკებზე მოდის.
კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა შეადგენს 222 241 739 ლარს. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 102,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 37,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი დ 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.





